წყნეთის გზაზე ლერი სულაბერიძის მანქანას ესროლეს

წყნეთის გზაზე ლერი სულაბერიძის მანქანას ესროლეს“კურიერის” ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, წყნეთის გზაზე, კაკლებთან “ვერის საძმოს” ყოფილი წევრის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას ესროლეს.

ინციდენტის შედეგად ლერი სულაბერიძე არ დაშავებულა, ნატყვიარები მხოლოდ ავტომანქანაზე შეინიშნება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

“რუსთავი 2-ის”  გადამღები ჯგუფი უკვე შემთხვევის ადგილზეა.

რუსთავი 2