ვინ არის ნინო ლაცაბიძე – ერთადერთი ქალი “ოცნების” მაჟორიტარებიდან

ვინ არის ნინო ლაცაბიძე - ერთადერთი ქალი "ოცნების" მაჟორიტარებიდანპარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ“ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი წა­რად­გი­ნა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 30-კა­ცი­ან სი­ა­ში მხო­ლოდ ერთი ქალ­ია.

ნინო ლა­ცა­ბი­ძე მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­ხე­ლით რუს­თავ­ში იბ­რძო­ლებს. ის გახ­ლავთ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს მოქ­მე­დი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი სწო­რედ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან.

ნინო ლა­ცა­ბი­ძე და­ბა­დე­ბუ­ლია 1985 წელს. სხვა­დას­ხვა დროს სწავ­ლობ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბებს (ბა­კა­ლავ­რი), ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც სა­ბან­კო საქ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მი­ი­ღო და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში – სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბი­სა და ბიზ­ნე­სინ­ჟი­ნე­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ჰყავს მე­უღ­ლე ვაჟა ბრაგ­ვა­ძე და 4 შვი­ლი.

ბო­ლოს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ნინო ლა­ცა­ბი­ძეს 2019 წლის 16 ოქ­ტომ­ბერს შე­უვ­სია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ის ფლობს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს ფოთ­ში (54კვ.მ.), რო­მე­ლიც რო­გორც ირ­კვე­ვა, 2009 წელს აჩუ­ქეს და ასე­ვე მი­წის ნაკ­ვეთს შეკ­ვე­თილ­ში, რო­მე­ლიც 10.000 დო­ლა­რად 2009 წელს შე­უ­ძე­ნია.

თბი­ლის­ში 2 ბი­ნას ფლობს (53.7 კვ.მ და 47, 8 კვ.მ) მისი მე­უღ­ლე ვაჟა ბრაგ­ვა­ძე, ორი­ვე 2016 წელს არის შე­ძე­ნი­ლი და თი­თო­ე­ულ­ში გა­დახ­დი­ლია 25.000 დო­ლა­რი. ვაჟა ბრაგ­ვა­ძე ასე­ვე ფლობს მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბულ ბი­ნას რუს­თავ­ში.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში ნინო ლა­ცა­ბი­ძეს „თი­ბი­სი ბან­კში“ გახ­სნი­ლი ჰქონ­და 4 ან­გა­რი­ში და მათ­გან სამ­ზე ირი­ცხე­ბო­და შემ­დე­გი თან­ხე­ბი: 989, 230 და 1.334 ლარი.

მის მე­უღ­ლეს 2 მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ერი­ცხე­ბო­და: 268,13 და 3 ლარი, საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე კი – 860 ლარი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბამ­დე ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნინო ლა­ცა­ბი­ძემ საკ­რე­ბუ­ლო წევ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მი­ი­ღო 30.000-ლა­რი­ა­ნი სა­ხელ­ფა­სო შე­მო­სავ­ალი. ხოლო მის­მა მე­უღ­ლემ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის თავ­დაც­ვის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­როს აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მი­ი­ღო 10.930,46 ლარი, ხოლო ამა­ვე სამ­სა­ხუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის პო­ზი­ცი­ა­ზე 78.878,09 ლარი.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნინო ლა­ცა­ბი­ძის მამა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ჯა­რო მო­ხე­ლე გახ­ლდათ და რუს­თა­ვის მე­რის მო­ად­გი­ლის პოსტს იკა­ვებ­და.

ამბები