ბორჯომში ავტოავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ზანავი-კორტანეთის საავტომობილო გზაზე “ლექსუსის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
ავტომობილი, რომელიც ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, ხევში გადავარდა. მანქანაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, აქედან მცირეწლოვანი ბავშვი გარდაცვლილია. ინფორმაციას, ჯეოჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ადასტურებენ.
დანარჩენი ოთხი დაზარალებული, რომელიც სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები არიან, საავადმყოფოში რჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამედიცინო ცენტრის დირექტორის ირაკლი დიასამიძის ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

