2 ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.
გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი უკვე მეორე დღეა კონტაქტზე არ გამოსულან, ისინი ბარ Bauhaus-ის თანამშრომლები არიან.
ოჯახის წევრები და მეგობრები გამომძიებლებმა გამოკითხეს, მაგრამ მედიასთან ვერსიებზე არავინ საუბრობს.
პოლიციამ ბარ ბაუჰაუსიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც ამოიღო. დაკარგულების კვალი, დედაენის ბაღის გავლით, იუსტიციის სახლთან იკარგება.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
რუსთავი 2

