ესპანეთში ბორდელები იხურება

ესპანეთში ბორდელები იხურებაკორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ესპანეთში, კასტილია-ლა მანჩას რეგიონში ბორდელები დაიხურება. აღნიშნული გადაწყვეტყილება რეგიონის მთავრობამ მიიღო.

კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, ადგილობრივმა მთავრობამ რიგი შეზღუდვები დააწესა. კერძოდ, დაიხურება ღამის კლუბები, აიკრძალება ფიესტების გამართვა, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჭამა და სმა.

აღსანიშნავია, რომ კასტილია-ლა მანჩას რეგიონზე ესპანეთში რეგისტრირებული ბორდელების 80% მოდის.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 377 906 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 28 813 ადამიანი გარდაიცვალა