ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი, 3.715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ვირუსის 1.535 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 131 ადამიანი გარდაიცვალა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 370.867 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 28.797 ადამიანი.

