“გამოდი, სალაპარაკო გვაქვს!” – ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

"გამოდი, სალაპარაკო გვაქვს!" - ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები გრძელდებამინსკში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გრძელდება.

დღეს რამდენიმე ათეული ათასი მომიტინგე ბელარუსის მთავრობის სახლს მიადგა და მისგან 100 მეტრის მოშორებით გაჩერდა.

სპეცრაზმის წარმომადგენლებმა, რომლებიც მთავრობის სახლს იცავენ, ფარები დაუშვეს.

“გამოდი, სალაპარაკო გვაქვს!” – ყვიროდა ხალხი.

მომიტინგეთა შორის მინსკის ტრაქტორების ქარხნის მუშებიც არიან, რომლებმაც დღეს დილას კრება მოაწყვეს და შემდეგ მთავრობის სახლისკენ დაიძრნენ.