“ქართული ოცნება“ ყველას დაავიწყდება და ოპოზიცია ერთმანეთს შუბლებით შეასკდება.
ასეთ შეფასებას აკეთებს, “ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა.
თბილისის ყოფილი მერი, “ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს კონკურენტად ვერ აღიქვამს.
“აღარავის აღარ ახსოვს ქართული ოცნების კანდიდატი, იმიტომ, რომ ყველანი ვხედავთ, ამჯერად ხატია დააყენეს გიორგი ვაშაძის და არა ქართული ოცნების კანდიდატის კონკურენტად.
ნუ ვიზამთ, მეგობრებო, ისე, რომ საერთოდ დაგვავიწყდეს ქართული ოცნება და ერთმანეთს შევასკდეთ შუბლებით.”
შეგახსენებთ, რომ ისნის მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ – კახი კახიშვილი, კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ – გიორგი ვაშაძე, „ლელო საქართველოდან“ – ლანა გალდავა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ უკვე ხატია დეკანოიძე იბრძოლებენ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

