იაგო ხვიჩია ბათუმში მაჟორიტარად იყრის კენჭს

იაგო ხვიჩია ბათუმში მაჟორიტარად იყრის კენჭს“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, ეს ინფორმაცია “აიპრესს” იაგო ხვიჩიამ თავად დაუდასტურა.
“კი, რა თქმა უნდა ამ ინფორმაციას გიდასტურებთ, რომ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ვიქნები.

ამ გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი მიზეზი მქონდა. მაგალითად პირველი მიზეზი ის არის, რომ ბათუმი ადამიანურად მევასება. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ბათუმელი და ამ ქალაქში მოვიგე ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი. ზოგადად მჯერა ამ ქალაქის.

გარდა ამისა აჭარაში შემოდგომაზე არის არჩევნები უზენაეს საბჭოში და ძალიან მინდა, რომ “გირჩმა” პროპორციული სიით ერთი ადამიანი შეიყვანოს. ჩემი აზრით ჩემი ჩასვლით ეს ამოცანა უფრო მარტივად არის შესაძლებელი, რომ გადაიჭრას. მე მას დავეხმარები და ასევე ის დამეხმარება ბათუმში ადამიანების გაცნობაში და დამეგობრობაში, რომ “გირჩის” ახალი მხარდამჭერები მოვიპოვო. მე დავეხმარები იმაში, რომ ჩემი ცნობადობით და ჩემი პოლიტიკური გამოცდილებით საკმარისი ხმები მიიღოს პარტიამ იმისათვის, რომ ერთი ადამიანი შევიყვანოთ აჭარის უზენაეს საბჭოში”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.