პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდთან თანამშრომლობაზე უარის თქმამ შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს, თუმცა “ამ პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება გაცილებით გააჯანსაღოს პოლიტიკური პროცესი”.
“ქართული ოცნება” იმ სიტუაციაშია, როდესაც აგრძელებს ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებას და სხვადასხვა ტიპის მანიპულაციას, წინასაარჩევნო პერიოდში მასთან რაიმე დოკუმენტის გაფორმება შეუძლებელია ოპოზიციური სპექტრის მხრიდან. ამ ყველაფრის წინააღმდეგ ჩვენ გაცილებით უფრო მობილიზებული უნდა ვიყოთ”,- განაცხადა ოქრუაშვილმა.
ოქრუასვილმა კომენტარი გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის შესახებაც გააკეთა.
“თუ ვინმემ დაარღვია ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში, დაარღვია ჩემთან მიმართებაში. მე ამას არ ვთვლი პრობლემად ჩემი გადმოსახედიდან, თუმცა ის დისონანსი, რომელიც გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებამ შემოიტანა ამ ერთობაში, მოითხოვს გამოსწორებას მისი მხრიდან. შესაძლოა, გიორგი ვაშაძემ საკუთარი ნომრით არ დააყენოს თაკო ჩარკვიანი და ესეც განვიხილოთ გამოსწორებად”,- განაცხადა ოქრუაშვილმა.

