ირაკლი ოქრუაშვილი – “სირთულეები ჩემი სტიქიაა და ამ მიზეზითაც მოვხვდი ყველაზე რთულ ოლქში”

ირაკლი ოქრუაშვილი - "სირთულეები ჩემი სტიქიაა და ამ მიზეზითაც მოვხვდი ყველაზე რთულ ოლქში"ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„დიდი მადლობა ყველას ვინც იყო ინიციატორი და ვინც მხარი დამიჭირა, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილებით საბურთალოს ოლქში დავესახელებინე საერთო კანდიდატად.

სირთულეები ჩემი სტიქიაა და ამ მიზეზითაც მოვხვდი ყველაზე რთულ ოლქში.

დანარჩენი დამოკიდებულია შრომაზე და იღბალზე“…

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციამ საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.