ხევსურეთის ავარიაში სამივე დაშავებული ქალი საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს

ხევსურეთის ავარიაში სამივე დაშავებული ქალი საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანესშატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამივე პირი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, სამივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, სამივე დაშავებული ქალია.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა.

იპნ