ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ლევან ხაბეიშვილი პასუხობს.
– ლევან, კალაძის და მისი მხარდამჭერების მხრიდან სულ ისმოდა შეფასებები, ლევან ხაბეიშვილი უსაფუძვლოდ აკრიტიკებს თბილისის მერსო. თუმცა ფაქტი ჯიუტია, წლები კეთდებოდა გლდანი და ხიზანიშვილის ქუჩამ ერთ წვიმას ვერ გაუძლო. აუდიტის სამსახურს დაავალა კალაძემ ამ ფაქტის შესწავლა. რა მოხდა, უხარისხოდ იმუშავეს?
– ხედავთ, როგორი სამარცხვინო კაცია! უკაცრავად, მაგრამ ის ვიდეოებიც გვაქვს ნანახი, ხიზანიშვილის ქუჩაზე რომ მივიდა და ძალიან მაღალი ხარისხით შევასრულეთ სამუშაოები და სანიაღვრეებიც გავაკეთეთ და მაღალი კლასის გზა დავაგეთო. ახლა დაავალა აუდიტის სამსახურს?! რომ ვეუბნებოდი, ბევრი პრობლემა გაქვს, ხარვეზი და ამდენი ხანი რატომ გაიწელა, მაშინ რატომ იყო ეს არალეგიტიმური და მაშინ რატომ ვიტყუებოდი?! დღეს დაავალა აუდიტს?!
– რატომ ემართებათ ყოველთვის ასე, რომ რასაც აკეთებენ, მერე თავიდან გასაკეთებელი ხდება?
– კორუფციაა! ქურდი რომ არის, მაგიტომ. ხარისხზე არ ფიქრობს, მარტო ფიქრობს ფულის შოვნაზე და ასე არ გამოვა რა. ზოგი შემომწირველია, ზოგს ტენდერი მოაგებინეს და მერე აქედან მოდის ეს უხარისხობა და კორუფცია. ეს არის კორუფციის ნათელი მაგალითი და ორმო, რომელიც გლდანში აღმოჩნდა, არის “ქართული ოცნების” სახე. ორმოში მიგვაქანებენ პირდაპირი მნიშვნელობით.
13 მილიონი ლარია ამაში დახარჯული, ცოტა უფრო მეტიც. მერე გავიხსენოთ ისიც, რომ 2019 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო და დასრულდა 2020 წლის მაისში. გავიხსენოთ ისიც, რომ ფაქტობრივად წელიწადნახევარზე მეტი, თითქმის ორი წლი აკეთებდნენ ამ გზას და ერთი ამდენი ხანი გადათხრილი იყო. ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის, ორი თვეც არ გასულა და გზა ჩავარდა, ორმოები გაჩნდა. ეს რისი ბრალია?
– რისი?
– ჯერ ერთი, რომ აზრზე არ არის, სად არის და რას აკეთებს. ერთადერთი ფულის საჭრელ დაზგად მიაჩნია მერია და მისი ბიუჯეტი საკუთარ საფულედ და ამიტომ იქცევა ასე. აი ამიტომ ვაკრიტიკებ სულ. მითხარით ერთი, რომელი მიმართულებით იყო კრიტიკა და შემდეგ არ აღმოჩნდა ისე, როგორც ჩვენ ვამბობდით. ჯერ ვაკეში ხომ დაავიწყდათ ჭები, ისე გავაკეთეთ, საუკუნეებს გაუძლებსო და რეალობაში რაც აღმოჩნდა, ყველამ ვნახეთ. ამიტომ ამას აქვს ერთი მარტივი პასუხი, ქურდები გვპარავენ 24 საათი იმ თანხას, რომელიც უნდა მოხმარდეს თბილისელების სიკეთეს.
კალაძემ და ივანიშვილმა მოგპარათ ეს ფული. ყველაფერი გაგიძვირეს, პროდუტებს ვერ ყიდულობთ, თქვენი გაღარიბების ხარჯზე, სწორედ კალაძე და იავანიშვილი მდიდრდებიან.
– აუდიტის დასკვნას დაველოდოთო, აცხადებს კალაძე და პასუხისმგებლობის აცილებას ცდილობს?
– რად უნდა ამას აუდიტი, კაცი 24 საათი იქ დადიოდა, ლაივები ჰქონდა და გაიძახოდა, მე ვარ პასუხისმგებელი ხიზანიშვილის ქუჩაზეო, მე ვარ პასუხისმგებელი ვაკეზეო და თუ არაფერი არ შეუძლია და არც მხედველობა უვარგა და არც ტვინი უჭრის, მაშინ რატომ არის მერი?! წავიდეს და ფეხბურთი ითამაშოს ისევ. რაც კარგად გამოსდიოდა, ის საქმე აკეთოს. რა უნდა მერიაში?! მინდა ვუთხრა, რომ პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს! ვერ გაექცევა.
– ამ წინასაარჩევნოდ ვერ მოუვიდათ კარგი საქმე, ჩაუვარდა პროექტი.
– მარტო ეს პროექტი ჩაუვარდა?! ვაკის პროექტი არა?! ვაკეში ჯერ კიდევ რა გველოდება სექტემბერში, კაცმა არ იცის. თუ აეროპორტის გზა გააკეთა ნორმალურად?! წარამარა ხიდებს რომ აკეთებს. თუ ბარათაშვილი რომ გადათხარა მესამედ თუ მეოთხედ. საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ!
ეს 13 მილიონი ერთი დიდი ორმო აღმოჩნდა, ხომ ტყუილად არის ამ ორმოში გადაყრილი?! ვაკე 15-20 მილიონი რომ დაჯდა და მალე თავიდან იქნება ასაყრელი და გასაკეთებელი, ეს თანხა რამდენ კარგ საქმეს ეყოფოდა. სად წავიდა ეს ფული? წავიდა თითო-ოროლა ადამიანის ჯიბეში! ამ კაცს არც შრომა შეუძლია, არც გუნდი არა ყავს და არც კომპეტენცია აქვს. ერთადერთი რაც შეუძლია, აქეთ იშვერს თითს, რომ თურმე ოპოზიცია ტყუის. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. თუ ვინმე გაიხსენებს რომელიმე საკითხს, რომელიც მე გავაპროტესტე და მერე ეს სიმართლე არ აღმოჩნდა, მე ბოდიშს მოვიხდი! სულ გავიძახოდი, რომ ხიზანიშვილის ქუჩაზე ყველაფერი არასწორად კეთდება, ფულს იპარავენ და ასე შემდეგ. კალაძემ, ტყუილია ყველაფერიო და რომელი აღმოჩნდა მართალი?!
– ამდენ წარუმატებლობას აპატიებს ივანიშვილი კალაძეს არჩევნების წინ?
– მათთვის მთავარი ფულია. ფულს ვერ იყოფენ, თორემ განა იმაზე დაობენ, ეს საქმე რატომ კარგად ვერ გააკეთეო. ჩვენს ფულს ვერ ინაწილებენ! ძალაუფლებას ვერ ინაწილებენ, თორემ საქმეზე კი არ არიან გაბუტულები. ვინ მეტი წაიღო, ვინ რომელ ბიზნესშია, მხოლოდ ამას ითვლიან.
ოპოზიცია იტყუებაო, კი არ ვიტყუებით, სიმართლეს ვასაჯაროებთ. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, კალაძე! საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ ყველა ჯერზე მართლები ვართ!