მდინარე აჭარისწყალში მანქანა გადავარდა

მდინარე აჭარისწყალში მანქანა გადავარდაქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დღეს, 31 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

თვითმხილველის თქმით, ავტომანქანა, რომელშიც სამი პირი იმყოფებოდა, მდინარე აჭარისწყალში გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

თვითმხილველისვე ინფორმაციით, ავტომანქანაში მსხდომი პირები არ დაშავებულან.

ბათუმელები