“მგზავრებიდან 17 ქალია, 3 – მამაკაცი, 1 კანადის მოქალაქეა… მზესუმზირები უყიდიათ…” – ხევსურეთის ავარიის დეტალები

"მგზავრებიდან 17 ქალია, 3 - მამაკაცი, 1 კანადის მოქალაქეა... მზესუმზირები უყიდიათ..." - ხევსურეთის ავარიის დეტალებიშა­ტი­ლის გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი 80 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და, რა­საც მსხვერ­პლი მოჰ­ყვა.

გვე­სა­უბ­რე­ბა თვითმხილ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ჩა­ვი­და და სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

“შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, ხევ­ში რომ ჩა­ვე­დი, სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დამ­ხვდა. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი და­ახ­ლო­ე­ბით 100 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და, მგზავ­რე­ბი­დან 17 ქა­ლია, 3 – მა­მა­კა­ცი. ოცი­დან ერთი კა­ნა­დის მო­ქა­ლა­ქე ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც ზუს­ტად არ ვი­ცით, სა­ი­დან მო­ვი­და, მათ და­ემ­გზავ­რათ, თუ რა მოხ­და.

მერ­სე­დე­სის “სპრინ­ტე­რის” მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი სის­წრა­ფით მი­დე­ნი­ლა, შემ­დეგ მუ­შე­ბის გა­ჩე­რე­ბულ და ცა­რი­ელ მან­ქა­ნას დას­ჯა­ხე­ბია და ისიც გა­და­უგ­დია ხევ­ში. ამ 20-დან 4 ცო­ცხა­ლი ამო­ვიყ­ვა­ნეთ და ერთი მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

მთლი­ა­ნო­ბა­ში, 20 მგზავ­რი­დან სა­მია გა­დარ­ჩე­ნი­ლი. ერთი ქალ­ბა­ტო­ნი იყო კონ­ტაქ­ტუ­რი და მხო­ლოდ იმას ამ­ბობ­და, მტკი­ვა, ნე­ლაო. მგზავ­რებს შო­რის მცი­რე­წლოვ­ნე­ბი არ ყო­ფი­ლან, ყვე­ლა­ნი 30 წლამ­დე ასა­კი­სა­ნი არი­ან. ბი­სოს­თან ეს მო­სახ­ვე­ვი სა­ხი­ფა­თოა და იქ სწრა­ფად სი­ა­რუ­ლი და­უშ­ვე­ბე­ლია. ახლა მაშ­ვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ ად­გილ­ზე, მუ­შე­ბის მან­ქა­ნა ხე­ებ­შია გა­ჩხე­რი­ლი და ის ამოჰ­ყავთ თო­კე­ბით”, – უყ­ვე­ბა ambebi.ge-ს თვითმხილ­ვე­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდე­ბი შა­ტილ­ში ექ­სკურ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. და­ღუ­პუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი “ფე­ის­ბუქ­ში” წერს.

“დღეს მე­გო­ბარ­მა მომ­წე­რა: ვი­ღა­ცა იძახ­და, გავ­ხე­დე და ახალ­გაზ­რდა გო­გო­ე­ბი შემ­რჩნენ ხელ­შიო. შენს მზე­სუმ­ზი­რებ­ზე მი­თხრეს, ვი­ყი­დი­თო – მეთ­ქი გა­ა­ტა­ნე თუ ეს ბედ­ნი­ერს გახ­დით, გა­მი­ხარ­დე­ბა – მეთ­ქი.

მე­გო­ბარ­მა, მეც ვუ­თხა­რი, თუ ძაან გუ­ლით გინ­დათ წა­ი­ღეთ-თქო. ერთი წა­ვი­და მო­სა­წყვე­ტად.მე­ო­რემ ფული მო­მი­ტა­ნა და არ გა­მო­ვარ­თვიო. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კი­დევ სხვა მო­ვი­და,ზუს­ტად იგი­ვე სურ­ვი­ლი­თო…

ახლა კი ვი­გებ, რომ ის ბავ­შვე­ბი, იმ მზე­სუმ­ზი­რებ­ზე, მთა­ზე და შა­ტილ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, სი­ცო­ცხლით სავ­სე ახალ­გაზ­რდე­ბი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით ხევ­სუ­რე­თის გზი­დან გა­და­ვარ­დნენ..

ამ წუ­თე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ასე­თია -14 გარ­დაც­ვლი­ლი და3 მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლი..სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­აა..სა­ში­ნე­ლი..ვწუხ­ვარ და ვი­ზი­ა­რებ­მა­თი ოჯა­ხე­ბის ტკი­ვილს…”

ამბები