რუსთავში, საცხოვრებელ სახლში 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი მთლიანად დამწვარი იყო.
მეზობლების თქმით, მამაკაცი ადგილზე მუშაობდა და ამავდროულად იქვე რჩებოდა ხოლმე დასაძინებლად.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
ცეცხლის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.
ინფო რუსთავი