საფრანგეთში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ის შემთხვევები გაორმაგდა

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ის შემთხვევები გაორმაგდასაფრანგეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1.397 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც წინა დღესთან შედარებით, ორმაგი რაოდენობაა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვირუსს ქვეყანაში კიდევ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჟან კასტექსის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება. ყოველ დღე დაახლოებით 25 ახალი კლასტერი გვაქვს, როცა სამი კვირის წინ ეს მაჩვენებელი 5 იყო,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საფრანგეთში 5 000-ზე მეტის პირის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა 30 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.

პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ ხელისუფლებებს ასევე დაავალა, რომ პირბადეების საჯარო სივრცეებში გამოყენების ვალდებულება კიდევ უფრო გაახანგრძლივონ.

ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დროიდან საფრანგეთში კორონავირუსის 200.000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 30.000-ს აჭარბებს.

იპნ