საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3.015 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ France 24 იტყობინება.
ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ქვეყანაში 3 ათასს ზედიზედ მეორე დღეა აჭარბებს. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 252 956 შემთხვევა გამოვლინდა.
შემთხვევების მატების გამო, საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, პარიზი და მარსელი კორონავირუსის აქტიური გავრცელების ზონად გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებას მეტ უფლებამოსილებას აძლევს, რათა კორონავიურუსის ხელახლა გავრცლების საწინააღმედგო ზომები მიიღოს, მათ შორის გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესება და საჯარო თავშეყრის ადგილების დახურვა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
იმედინიუსი

