“შლეგი ქალი”- უგულავა წულუკიანზე

"შლეგი ქალი"- უგულავა წულუკიანზეიუსტიციის სამინისტროსთან ევროპული საქართველოს ლიდერები ცდილობენ, პლაკატები გააკრან. თუმცა, რამდენიმე პლაკატის გაკვრის შემდეგ, სამართალდამცველებმა მათ საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მისცეს.

“იმის მაგივრად, რომ კრიმინალს ებრძლონ, მოდიან და პატარა ბავშვებს აჯარიმებენ. მოვედით და ვეუბნებით, რომ ესენი არღვევენ კონსტიტუციას და ესენი არღვევენ კანონს. ის შლეგი ქალი აქ რომ ზის, ის უკრძალავს და აძლევს დავალებებს ამათ. სირცხვილია, მეტი არაფერი”, – აცხადებს უგულავა.

სამართალდამცველების თქმით, საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, მათ პლაკატების გაკვრის უფლება არ ჰქონდათ.

ევროპული საქართველოს წევრები კი აცხადებენ, რომ არჩევნების გამოცხადებიდან 2 თვით ადრე არ აქვთ პლაკატების გაკვრის უფლება. ევროპული საქართველოს წევრები პლაკატებს ამ წუთებშიც აკრავენ.

იხილეთ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლი.