“თავისუფალი დემოკრატები” ნინო გოგუაძემაც დატოვა

"თავისუფალი დემოკრატები" ნინო გოგუაძემაც დატოვამთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა შავგულიძის განცხადებით, “თავისუფალ დემოკრატებს” ნინო გოგუაძე და სანდრო ბარამიძეც ტოვებს. როგორც შალვა შავგულიძემ განაცხადა, პარტიას ტოვებს “თავისუფალი საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი გიორგი ქიტიაშვილიც.

„პარტიიდან წასვლის შემდეგ, ჩვენ, ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე, გავაგრძელებთ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან” და არჩევნებში მათთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას, რაზეც მათგან უპირობო შემოთავაზება გვაქვს”, -განაცხადა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, შალვა შავგულიძემ პარტია “თავისუფალი დემოკრატები ” დატოვა.

იპნ