თბილისში მარჯანიშვილზე კაფე “გრიკ პოინტში” მამაკაცს დენმა დაარტყა და მოკლა

თბილისში მარჯანიშვილზე კაფე "გრიკ პოინტში" მამაკაცს დენმა დაარტყა და მოკლათბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში, Greek Point-ში, ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

ის ამ კაფეს თანამშრომელი იყო.

ცხედარი შესაბამისმა სამსახურებმა პროზექტურაში გადაასვენეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.