“წადი!” – ლუკაშენკოს წინააღმდეგ მინსკში 200.000 ადამიანი გამოვიდა

"წადი!" - ლუკაშენკოს წინააღმდეგ მინსკში 200.000 ადამიანი გამოვიდამედიის ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ აქციაში მინიმუმ 200.000 ადამიანი მონაწილეობს. ადგილობრივი მედია წერს, რომ ანტისამთავრობო აქცია-მსვლელობაზე ისმის შეძახილები: „წადი!“.

მათივე ინფორმაციით, გარდა მინსკისა ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს მთელს ქვეყანაში.

ცნობისთვის, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

იპნ