5 წლის ბავშვი გასაბერი კამერით ტალღებმა ზღვის სიღრმეში გამორიყა.
საბერძნეთის ერთ-ერთ ქალაქში გოგონა ნაპირზე მშობლებთან ერთად თამაშობდა, როდესაც ტალღებმა ისე გაიტაცეს, რომ მშობლებმა ვერც კი შეამჩნიეს
ბავშვის გაუჩინარების შემჩნევისას, 5 წლის გოგოს დედ-მამა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ. მათ კი ზღვაში სამგზავრო ბორანის ეკიპაჟის წევრებს ბავშვის შესახებ ინფორმაცია გადასცეს.
ბორანზე მყოფებმა, საბედნიეროდ, ბავშვი მათ სიახლოვეს იპოვეს და წყლიდან ამოიყვანეს.
ამის ამსახველი ვიდეოკადრები ბორანზე მყოფებმა გადაიღეს.
ინფორუსთავი