აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მილი მეჯლისის რიგგარეშე სხდომაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხი პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად განიხილეს.
მედიის ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში კომენდანტის საათი დაწესდება.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი იმოქმედებს დედაქალაქ ბაქოში, ასევე განჯაში, ევლახში და სხვა ქალაქებში.
იპნ

