“დავინახე მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილი იყო… მანქანა ჰაერში აიწია” – დეჟავუში აფეთქებას თვითმხილველები იხსენებენ

"დავინახე მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილი იყო... მანქანა ჰაერში აიწია" - დეჟავუში აფეთქებას თვითმხილველები იხსენებენში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში, ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­თან, კოს­ტა­ვას გამ­ზირ­ზე მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 240-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და­ი­წყო.

პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კლუბ “დეჟა­ვუ­ში” სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჟანგბა­დის ბა­ლო­ნი აფეთ­ქდა.

აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, და­შავ­და 3 ადა­მი­ა­ნი, ერთი მა­მა­კა­ცი კი მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დებ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, აფეთ­ქე­ბას იმ­დე­ნად ძლი­ე­რი ხმა ჰქონ­და, რომ ის მე­ზო­ბელ უბ­ნებ­შიც გა­ი­გეს.

ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს, AMBEBI.GE-სთან მომ­ხდარ­ზე სა­უბ­რობს:

“ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ვი­გე, შე­ნო­ბის შიგ­ნით ვი­ყა­ვი, მე­გო­ნა აქ აფეთ­ქდა რა­ღაც, გა­რეთ რომ გა­მო­ვე­დი, ქუ­ჩა­ში სა­ში­ნე­ლი კვამ­ლი იდგა. მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით ათი ადა­მი­ა­ნი იყო შეკ­რე­ბი­ლი. ახ­ლოს რომ მი­ვე­დი, და­ვი­ნა­ხე მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი იყო, რო­გორც ჩანს, სხე­უ­ლი დამ­წვა­რი ჰქონ­და. ტან­საც­მე­ლი მთლი­ა­ნად შე­მო­ხე­უ­ლი ჰქონ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, 45 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცი იქ­ნე­ბა. რო­გორც გა­ვი­გე, და­შავ­და კი­დევ ერთი გამ­ვლე­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი.

ამ­ბო­ბენ, მუ­შე­ბი კონ­დი­ცი­ო­ნერს აყე­ნებ­დნენ, ერთი-ერთი ვერ­სით “ფრე­ონს” ტვირ­თავ­დნენ. აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ძირს ეგდო”, – ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბის ხმა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერთ-ერთ ავ­ტო­მან­ქა­ნას ე.წ. ბა­ლი­შე­ბი გა­ეხ­სნა. ამ ავ­ტო­მან­ქან­ში 2 გო­გო­ნა იჯდა, მათ დამ­წვრო­ბა მი­ი­ღეს და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა დას­ჭირ­დათ.

AMBEBI.GE ერთ-ერთ და­შა­ვე­ბულ გო­გო­ნას ესა­უბ­რა:

“ვმოძ­რა­ობ­დით ქუ­ჩა­ში ავ­ტო­მან­ქა­ნით მე და ჩემი მე­გო­ბა­რი. რო­გორც კი ფილარ­მო­ნი­ას­თან გა­ვი­ა­რეთ, სა­ში­ნე­ლი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ვი­გეთ, რად­გან იმ მო­მენ­ტში ე.წ. ბა­ლი­შე­ბი გა­იხ­სნა (აირ­ბა­კი). პი­რა­დად მე მე­გო­ნა, რომ ავა­რია იყო. მან­ქა­ნა გა­ჩერ­და, გად­მო­ვე­დით და გვი­თხრეს, რომ რა­ღაც აფეთ­ქდა. “აირ­ბა­კის” გახ­სნა და აფეთ­ქე­ბის ხმა ერთდრო­უ­ლად იყო. არა­სო­დეს მქო­ნია ავა­რი­ის გა­მოც­დი­ლე­ბა და მე­გო­ნა ეს იყო ავა­რი­ის ხმა, მაგ­რამ ახლა რომ ვა­ა­ნა­ლი­ზებ, ეს იყო აფეთ­ქე­ბის ხმა, მერე სუ­ნიც იდგა, კვამ­ლიც. მან­ქა­ნა არის პა­ტა­რა და იმ მო­მენ­ტში ოდ­ნავ ჰა­ერ­ში აი­წია, მან­ქა­ნის ფან­ჯრე­ბი ჩა­წე­უ­ლი გვქონ­და, ასე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო შე­იძ­ლე­ბა უფრო დავ­შა­ვე­ბუ­ლი­ყა­ვით. მე და ჩემ მე­გო­ბარს მხრებ­ზე და ბე­ჭის არე­ში სი­წით­ლე გვაქვს, ეს “ბა­ლი­შე­ბის” გახ­სნამ გა­მო­იწ­ვია. რაც მოხ­და არის დიდი ტრა­გე­დია, იქით­კენ არც გა­მი­ხე­დავს, რად­გან ვი­ცო­დი, რომ ადა­მი­ა­ნი იყო გარ­დაცვლი­ლი და იყ­ვნენ და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი, არ მინ­დო­და ჩემი თვა­ლით მე­ნა­ხა”, – იხ­სე­ნებს და­შა­ვე­ბუ­ლი.

თეა ხურცილავა, ამბები