ერდოღანი – “თურქეთი თავის აზერბაიჯანელ ძმებთან დგას”

ერდოღანი - "თურქეთი თავის აზერბაიჯანელ ძმებთან დგას"თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთთან კონფლიქტში მხარი აზერბაიჯანს დაუჭირა.

მისი თქმით, სომხეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველაზე დიდი საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

„თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, ყველა თავისი შესაძლებლობით, დგას თავის აზერბაიჯანელ ძმებთან. საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელსაც არ შეუძლია აუცილებელი, ადექვატური რეაქცია გამოხატოს სომხეთის აგრესიაზე, კიდევ ერთხელ აჩვენა ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა. მინსკის ტრიო, რომელიც 30 წლის განმავლობაში მხარს უჭერდა თავის დაუდევარ პოზიციას, არ არის კონფლიქტის დარეგულირებისკენ ორიენტირებული“, – განაცხადა ერდორანმა.

იპნ