აფეთქება ფილარმონიასთან – 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

აფეთქება ფილარმონიასთან - 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდათბილისში, კოსტავას ქუჩაზე აფეთქება მოხდა. კერძოდ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტრიაზე. ადგილობრივების განცხადებით, მათ აფეთქების ძლიერი ხმა გაიგეს. არსებული ინფორმაციით, მუშებს, რომლებიც ადგილზე შესაბამის სამუშაოებს აწარმოებდნენ, აუფეთქდათ ჟანგბადის ბალონი.

გარდაცვლილია ერთი ადამიანი და დაშავებულია ორი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.