„ჩემს მოსაზრებას გეუბნებით, რომ მიუხედავად დარღვეული შეთანხმებებისა, ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენთან ერთად კოალიციაში“, – განაცხადა „“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” ხედავს ოპოზიციის კოალიციაში, ხოლო პრემიერი თავად იქნება.
“ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენთან ერთად იმ კოალიციაში, რომელიც ქვეყანას აღმშენებლობის გზაზე გაუძღვება. ერთი, ჩვენ განვიხილავთ თანამშრომლობას პოლიტიკურ ძალებთან, მეორე, თუ სააკაშვილზე გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჩამოვიდეს ქვეყანაში და მიიღოს ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა.
ჩემს მოსაზრებას გეუბნებით, რომ მიუხედავად დარღვეული შეთანხმებებისა, ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენთან ერთად კოალიციაში. ამ კოალიციის პრემიერობის კანდიდატი ვიქნები მე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

