გლდანი: ლევან კობიაშვილი 52,1%, ნიკა მელია 36,6% – სარვეიშენის კვლევა

გლდანი: ლევან კობიაშვილი 52,1%, ნიკა მელია 36,6% - სარვეიშენის კვლევაბრიტანულმა კომპანია სარვეიშენმა “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა.

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები – გლდანის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 52,1% ხმას “ქართული ოცნების” კანდიდატ ლევან კობიაშვილს მისცემდა.

დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:

ნიკანორ მელია (ნაციონალური მოძრაობა – ასევე, ოპოზიციის დიდი ნაწილის საერთო კანდიდატი) – 36,6%

მერაბ ჭიქაშვილი (პატრიოტთა ალიანსი) -4,9%

ლაშა გიორგაძე (ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი) -1,9%

გიგლა მიქაუტაძე (ლელო) – 1,5%

სხვა მაჟორიტარობის კანდიდატები -2,9%.