გლდანში კორპუსის მე-4 სართული აფეთქდა

გლდანში კორპუსის მე-4 სართული აფეთქდაგლდანის მესამე მიკრორაიონში, გუშინ გვიან ღამით აფეთქება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება 9-სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა. შემთხვევას ნგრევა არ მოჰყოლია.

აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქებისას ცეცხლი საოჯახო ნივთებს გაუჩნდა.

იპნ