რუსთავში ავარია მსხვერპლით დასრულდა.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.
თვითმხილველის თქმით, გოგონა ძაღლს ასეირნებდა და ის გზაზე გადადიოდა, როდესაც მას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი არასრულწლოვანია.
რუსთაველის ქუჩაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
ინფორუსთავი

