ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ დევი ჭანკოტაძის მაჟორიტარობის კანდიდატუროს ჩანაცვლების შემდეგ თავად დევი ჭანკოტაძის კომენტარები მედია სივრცეში არ ჩანს.
მის ფეისბუქ გვერდზე ისევ დევს პლაკატი, რომელზეც წერია – დევი ჭანკოტაძე წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის მაჟორიტარად. ციფრი 5-ც კარგად იკითხება.
ფეისბუქის გვერდზე დევი ჭანკოტაძეს 8 საათის წინ დადებული აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 21 საათზე იქნება მაჟორიტარების კანდიდატების წარდგენა.
ამ ინფორმაციას სულ რამდენიმე კომენტარი მოჰყვება.
“თქვენ არა ხართ მაჟორიტარობის კანდიდატი?” – კითხულობს იუზერი.
“გრიგოლ ვაშაძე თქვა: დევი ჭანკოტაძე დაგვჭირდება ეროვნულ კამპანიაში, ის პროპორციულ სიაში იქნება”, – პასუხობს მას მეორე.
“კარგია, ნანუკაა, მაგრამ ასეთ დროს, როცა კამპანია ბატონ დევიზე უნდა დაწყებულიყო, შეცვლა რთული იქნება” – წერს პირველი.
თავად დევი ჭანკოტაძეს ფეისბუქ გვერდზე ამ დროისთვის კომენტარი არ აქვს გაკეთებული.
შესაბამისად ისმის კითხვა – იყო თუ არა მასთან ეს შეცვლა შეთანხმებული?
ჯერჯერობით პასუხი არ ჩანს.