ირაკლი კობახიძე – “ნიკა მელია პროფესიონალი პროვოკატორია”

ირაკლი კობახიძე - "ნიკა მელია პროფესიონალი პროვოკატორია"„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს დაფიქსირდა კიდევ ერთი მძიმე პროვოკაცია, რომლის დროსაც მარნეულის შტაბის წევრს თემურ შუბითიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. კობახიძის განცხადებით, თითოეული თავდამსხმელი უმკაცრესად დაისჯება.

„ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაც მათ ვესაუბრებოდით სიფრთხილის აუცილებლობაზე. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ უმძიმესი საარჩევნო რეიტინგების ფონზე რადიკალური ოპოზიციური პარტიები აუცილებლად შეეცდებოდნენ პროვოკაციების მოწყობას,“ – განაცხადა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, აშკარაა, რომ პროვოკაციების მოწყობა რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიულ ამოცანად იქცა. კობახიძის თქმით, ისინი კვლავაც იმოქმედებენ იმ მეთოდებით, რომლითაც 2012 წელს ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობდნენ.

„გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ პროვოკაციების მოწყობის თვალსაზრისით, ახლაც გამოირჩევიან ის კანდიდატები, რომლებიც უკვე წლებია პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ. ესენი არიან, პირველ რიგში, ნიკანორ მელია და იმამ ყულიევი, რომელთა შესრულებით ჩვენ გასული წლების განმავლობაში, არაერთი უმძიმესი საარჩევნო პროვოკაციები ვიხილეთ. მძიმე პროვოკაციებით გამოირჩევიან კახა ოქრიაშვილის აქტივისტებიც, რამაც კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ „ქართული ოცნებიდან“ მისი ჩამოშორებით, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო,“- განაცხადა კობახიძემ.

იპნ