„გამარჯვებული საქართველოს თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი ინაშვილისა და თარხან მოურავის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესახებ კომენტარს აკეთებს:
„ყოველთვის ხშირად მიწევდა ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ჩასვლა, რადგან ბევრი მეგობარი მყავს განსაკუთრებით მერეთში, დიცში და კოშკში. ჩვენ სოფლებში ჩასვლა და არა მავთულხლართებს იქით, ამას ხაზი მინდა გავუსვა.
ბოლო დროს ჩვენი პოლიციის პოსტებზე მუდმოვად მაჩერებენ, მინიმუმ ნახევარ საათს მალოდინებენ და სუსიდან ვინმე მანქურთი ხოჯევანიშვილის ნებართვის მიღების შემდეგ მიშვებენ. ამით არანაირ დისკომფორტს არ განვიცდი.
ამოცანა სხვა რამეს გვეკითხება. მე თუ ასეთი მონდომებით მაკონტროლებენ “ჩვენივე” ტერიტორიაზე გადაადგილებისას, ინაშვილი და თარხან-მოურავი “ზემოდან” ნებართვის გარეშე გადავიდნენ აფხაზეთში?
მომდევნო კვირას მერეთში მიმიწევს ჩასვლა, ვიდეოს აუცილებლად გადავიღებ და შემოგთავაზებთ.

