ირანში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ირანში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდაირანში, გულისტანის პროვინციის რამიანის რეგიონში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 34 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Tehran Times-ი ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად რეგიონში 50 სახლი დაზიანდა.

რამიანის გუბერნატორის თქმით, მოქალაქეებმა დაზიანებები, ძირითადად, შიშისა და აღელვებისგან გამოწვეული ქმედებების გამო მიიღეს.