ირანში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ირანში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდაირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა გულისტანის პროვინციაში იგრძნობოდა.

მიწისძვრისგან გამოწვეული ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

იპნ