კაბალში მამაკაცი დაჭრეს

კაბალში მამაკაცი დაჭრესლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაბალში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ თანასოფლელებს შორის კონფლიქტის დროს ერთმა მეორეს გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.