კასპში 18 წლის ბიჭი ხარმა მოკლა – “მისი გაზრდილი იყო და თოკით დაჰყავდა”

კასპში 18 წლის ბიჭი ხარმა მოკლა - "მისი გაზრდილი იყო და თოკით დაჰყავდა"კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში 18-წლის ბიჭი ხარმა მოკლა. ამის შესახებ სოფლის წარმომადგენელი, კახა კაციაშვილი გვესაუბრა.

მისი თქმით, ბიჭი გარდაცვლილი ნახეს, რომელსაც საკუთარი ხარი ბალახის საძოვრად მდინარის პირას, ჭალაში ჰყავდა ჩაყვანილი. სოფლის წარმომადგენელი,
კახა კაციაშვილი ამბობს, რომ 18 წლის ბიჭი საქონელთან ერთად მარტო იყო წასული.

როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ხარი თავისი გაზრდილი იყო და თოკითაც დაჰყავდა ახალგაზრდა მწყემსს.

ქართლი