ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი Facebook- ის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნება 27 აგვისტოს დააანონსა. მან სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ხალხის ნების გამარჯვებაში დარწმუნებულია და წარსულის შეცდომების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.