“მთავარის” ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედ ალი მარნეულში სასტიკად სცემეს

"მთავარის" ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედ ალი მარნეულში სასტიკად სცემეს“მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ მარნეულში. არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ადგილიდან ჩვენი ჟურნალისტი იუწყება, რომ დაპირისპირება უმიზეზოდ, მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტი “ქართული ოცნების” წევრების ჩასაწერად მივიდა.

ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედ ალის თავი აქვს გატეხილი, ის მძიმე მდგომარეობაშია და ადგილზე სასწრაფოს მისვლას ელოდება.  სასწრაფო დახმარების განცხადებით, ადგილზე მხოლოდ 2 ჯგუფი ჰყავთ და ამ დროისთვის თავისუფალი არცერთი არაა, რომ დაზარალებული ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანონ.

დაზიანებულია “მთავარი არხის” კამერა და მიკროფონი.

დაპირისპირება მარნეულში “ქართული ოცნების” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის მოხდა. “ოცნების” მხარდამჭერები თავს საოლქო კომისიაში ენმ-ს წევრს, ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს დაესხნენ.

ლაშა ქველაძე საავადმყოფოშია გადაყვანილი. დამტვრეულია მისი მანქანა.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც.

მთავარი