ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა:
“სამტრედიაში, ვანში, ხონში, წყალტუბოში სადაც ნახავთ ამ წარწერას, გააღეთ კარი და შემოდით. მნიშვნელობა არ აქვს ვისი ამომრჩეველი იყავით და ხართ, იცოდეთ რომ ეს სივრცე ნებისმიერ შემთხვევაში თქვენია. მე, ყველასი ვარ და ვიქნები! მოდით ჩემთან, მითხარით რა გიჭირთ, რა გილხინთ, რა მოგწონთ, რა არა, რა შემიძლია თქვენს ცხოვრებაში შევცვალო. ახალგაზრდებო, იცოდეთ ძალიან გელოდებით.
მარტო ჩამოვედი წყალტუბოში. ჩემს ერთ მეგობართან ერთად იმიტომ რომ ჩემი გუნდი უნდა იყოთ თქვენ, ადგილობრივი მაგარი ბავშვები.
თუ შემთხვევით სოფელში გასული დაგხვდებით და ასეც იქნება, დამელოდეთ. მალე მოვალ და ნანუკას შტაბში, თავი იგრძენით როგორც საკუთარ სახლში.”