ნათია თურნავას შვილი, ირაკლი ვეშაპიძე, სამი კომპანიის გენერალური დირექტორია

ნათია თურნავას შვილი, ირაკლი ვეშაპიძე, სამი კომპანიის გენერალური დირექტორიაეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას შვილი, ირაკლი ვეშაპიძე, დვაბზუს ბენტონიტური ქარხნის  გენერალურ დირექტორად დაინიშნა

ირაკლი ვეშაპიძე ერთდროულად სამი კომპანიის – „ასკანგელ ბენტონიტი“,

„ასკანგელ ჯგუფსი“ და „ასკანგელ ალიანსის“ გენერალური დირექტორი იქნება.

სამივე მათგანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარეობს.

ოზურგეთში ვრცელდებოდა ხმები, რომ ამ კომპანიებში არაოფიციალურად წილს ეკონომიკის მინისტრი ფლობს.

ამის გადასამოწმებლად დღეს დვაბზუში ჩვენი ჯგუფი იმყოფებოდა, თუმცა ვეშაპიძე დაგვემალა და მიუხედავად იმისა, რომ სამსახურეობრივი მისი მანქანა ადმინისტრაციული შენობის წინ იმყოფებოდა, დაცვა გვიმტკიცებდა, რომ გენერალური დირექტორი ადგილზე არ იყო.

ვეშაპიძე სამივე კომპანიის გენერალური დირექტორი 15 სექტემბერს ანუ მიმდინარე კვირის დასაწყისში გახდა.

მანამდე 6 თვით ადრე კი ის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

გენერალური დირექტორის პოსტზე ვეშაპიძემ გერმანიის მოქალაქე ჩაანაცვლა, რომელიც კომპანიაში სპეციალური მიწვევით მოღვაწეობდა.

ვეშაპიძე თბილისში ცხოვრობს, თუმცა ის ქობულეთში, სასტუმრო „ინტურისტში“ იცხოვრებს.

მისი ყოველთვიური სახელფასო სარგო 10.000 აშშ დოლარი იქნება.

გარდა ამისა, კომპანია მის საცხოვრებელ ხარჯებსაც დააფინანსებს.

გურიის მოამბე