სიონის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნავზე იმყოფებოდა, როდესაც ის წყალში გადავარდა და დაიხრჩო.
“შემოვიდა ინფორმაცია რომ სიონის ტბაზე ახალგაზრდა მამაკაცი ნავიდან ჩავარდა წყალში და გაუჩინარდა. ადგილზე გამოცხადდნენ მაშველები და მყვინთავთა ჯგუფი. ცხედარი წყლიდან უკვე ამოყვანილია” – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
რეზონანსი

