ნიკა მელია – “ლევან კობიაშვილი ქვას რომ მესვრის, სულ არ მიკვირს”

ნიკა მელია - "ლევან კობიაშვილი ქვას რომ მესვრის, სულ არ მიკვირს"“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერი და ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გლდანის ოლქში, ნიკა მელია მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე ამბობს, რომ ამ ძალადობის უკან ხელისუფლება დგას, რომელსაც 8 წლის განმავლობაში “ქვა ქვაზე არ დაუდია და დღეს ქვების ისვრის”.

“ხელისუფლება ვერ იაზრებს, რას აკეთებინებს თავგაცხელებულ ადამიანს. დავუშვათ, თავში მომხვედროდა ის ქვა და მოვმკვდარიყავი, ამით არჩევნებს მოიგებდა ქართული ოცნება?! ვეღარც ფიქრობენ, ისეთ “სპირალში” არიან შესულები, ვეღარ ხვდებიან, ის ქვა შეიძლება “ქართული ოცნების” მხარდამჭერსაც მოხვედროდა აქ, ბავშვს, ან დედას, ან მამას. ნებისმიერ ადამიანს” – ამბობს ნიკა მელია
გლდანის ოლქში კონკურენტებზე საუბრისას, მელია ამბობს, რომ ხელისუფლების კანდიდატი – ლევან კობიაშვილი მასთან პირველივე ტურში წააგებს.

“კონკურენტი მყავს კალაძის ძმაკაცი, რომელსაც შანსი არ აქვს უბრალოდ გამარჯვების, მაგრამ  წირვაში დაღლილი მღვდელივით, თითქოს უმწიკვლო ადამიანია, ისე რომ წარმოაჩენს თავს, სინამდვილეში საერთოდ არ გამკვირვებია, რომ ეს ადამიანი ქვას ისვრის” – ამბობს მელია.

მთავარი