“ოქრიაშვილ-ჩოჩელი “ოცნებამ” დასახმარებლად გადასვა ნაციონალურ მოძრაობაში”

"ოქრიაშვილ-ჩოჩელი "ოცნებამ" დასახმარებლად გადასვა ნაციონალურ მოძრაობაში"ექსპერტი ლადო სადღობელაშვილის “ახალ თაობასთან” ოქრიაშვილის და ჩოჩელის ნაციონალებში გადასვლაზე საუბრობს.

– ოქრიაშვილის და ჩოჩელის სახით ოპოზიციას სერიოზული არტილერია შეემატა.

– კი, ასეა. სერიოზული ფულის პატრონები არიან. თუმცა ერთი ნუ დაგვავიწყდება. ეს ბიზნესმენები ვერ გაიხარებდნენ ამდენი ხანი, “ქართული ოცნების” მამებს რომ არ ნდომებოდათ.

– ანუ მათი თანხმობით წავიდნენ ნაციონალურ მოძრაობაში?

– რა თქმა უნდა! მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი ხდება შეთანხმებით. ასე ხდება ხოლმე. როდესაც შეთანხმებას აქვს ადგილი, სამთავრობო პარტია ყოველთვის უგზავნის ბიზნესმენებს ამა თუ იმ პარტიას და მას აძლიერებს ფინანსურად. ჩოჩელიც და ოქრიაშვილიც რეალურად ფულის ტომრები არიან. ეს ორი ფულის ტომარა, “ქართულმა ოცნებამ” დასახმარებლად გადასვა ნაციონალურ მოძრაობაში.

ოქრიაშვილი ჩვეულებრივი ბარიგაა და გამდიდრდა ხალხის უბედურებით. ასეთი ადამიანები სხვა პარტიაში კი არ უნდა ისროლო, წესით, უნდა დაფერთხო გემრიელად და კორუფციით ნაშოვნი ფულები ჩააყრევინო ბიუჯეტში. თუმცა “ოცნება” შეკრულ თამაშს თამაშობს ნაცებთან და ცდილობს, მართლა შუა გაკრიფოს. თუმცა ეს არ გამოვა.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა