ფონიჭალაში 17 და 19 წლის ახალგაზრდები დაჭრეს

ფონიჭალაში 17 და 19 წლის ახალგაზრდები დაჭრესფონიჭალაში 2 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაჭრილები ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილები 17 და 19 წლის ახალგაზრდები არიან. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.