ქობულეთის სამაშველოს უფროსი მამუკა ხაბაზი გომის მთასთან დაიღუპა

ქობულეთის სამაშველოს უფროსი მამუკა ხაბაზი გომის მთასთან დაიღუპაწუხელ უმძიმესი ავარია მოხდა ზემო აჭარაში, სოფელ ხაბელაშვილებში. დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსი მამუკა ხაბაზი. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომელია.

ავარიის შედეგად კიდევ 2 ადამიანი დაშავდა. მათი მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. ექიმის ინფორმაციით, ორი პაციენტიდან ერთი უკვე გაწერეს, ხოლო მეორეს მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აღენიშნება თავის ტრავმა და მოტეხილობები. დაშავებულები კლინიკა “მედინაში” გასულ ღამეს მოათავსეს.

საშინელი ავარია მაშინ მოხდა, როდესაც ისინი გომის მთიდან ბრუნდებოდნენ. ავტომობილი მოცურდა და დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან პირდაპირ ხევში გადავარდა.

პრაიმ ტაიმი