რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადატრიალდა. ფაქტს ნიუპოსტის კორესპონდენტი შეესწრო და როგორვ ის ადგილიდან გვატყობინებს, შემთვევის შედეგად არავინ დაღპულა.
რაც შეეხება დაშავებულებს, ადგილზე არ იმყოფება სასწრაფო დახმარების ბრიგადა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არც სამართალდამცავები ადასტურებენ.
როგორც ირკვევა სატვირთო თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნის. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
სამართალდამცავების თქმით, მძღლს გამოუწერენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გატალისწინებულ ჯარიმას.

