“რუსთავში დაღუპულ ელენე ბაშარულს დედ-მამა არ ჰყავს და მას მარიამი ზრდიდა”

"რუსთავში დაღუპულ ელენე ბაშარულს დედ-მამა არ ჰყავს და მას მარიამი ზრდიდა"გუ­შინ სა­ღა­მოს რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლი ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე გო­გო­ნას და­ე­ჯა­ხა, რის შემ­დე­გაც მძღო­ლი ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

16 წლის ელე­ნე ბა­შა­რუ­ლი სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მძღო­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

ambebi.ge ელე­ნეს ახ­ლო­ბელს ესა­უბ­რა.

“ელე­ნე რუს­თა­ვის ენმ-ს წევ­რის მა­რი­ამ ბა­შა­რუ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლია. გო­გო­ნას დედ-მამა არ ჰყავს და მას მა­რი­ა­მი ზრდი­და (ელე­ნე დე­დამ და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე მი­ა­ტო­ვა, მა­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს). მათ შო­რის ასაკ­ში დიდი სხვა­ო­ბა არაა, მაგ­რამ მა­რი­ა­მი ელე­ნეს დე­დის მა­გივ­რო­ბას უწევ­და. თვი­თონ მა­რი­ამს დედა გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავ­და და ორი­ვე გო­გო­ნას მა­მი­ნაც­ვა­ლი ზრდი­და. ელე­ნე 22 ივ­ლისს 16 წლის გახ­და.

რო­გორც ვი­ცით, გო­გო­ნა სა­ღა­მოს ქუ­ჩა­ში ძაღლს ასე­ირ­ნებ­და და რო­დე­საც გზა­ზე გა­და­დი­ო­და, მას დიდი სის­წრა­ფით მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა, მძღო­ლის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცით, მი­ი­მა­ლა. გო­გო­ნა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე. და­ბა­ლი სიჩ­ქა­რით რომ ემოძ­რა­ვა, ად­გილ­ზე ვერ მოკ­ლავ­და ბავ­შვს”.

ამბები