სომხეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალასომხეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესასებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კიდევ ოთხი მოწამლული მოქალაქე რეანიმაციულ განყოფილებებში იმყოფება.

სურსათის უვნებლობის ინსპექტირების სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა, ანუშ ჰარუთინიანმა სააგენტო Armenpress-ს განუცხადა, რომ პირველადი ვერსიით, მოქალაქეები კუსტარულად დამზადებული არყისგან მოიწამლნენ.

„არყის სავარაუდო მწარმოებელი დაკავებულია. გასაყიდად გამზადებულ პარტია კონფისკირებულია,“- განაცხადა ჰარუთინიანმა.

მედიის ინფორმაციით, საგამოძიებო კომიტეტმა ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მიმდინარეობს გამოძიება.

იპნ